თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა

თურქეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 68 პაციენტი გარდაიცვალა, 1 312 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 301 348 შემთხვევა. გარდაიცვალა 7 445 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 265 ათასზე მეტი პაციენტი.