თურქეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, თურქეთში კორონავირუსით სულ 47 ადამიანია ინფიცირებული.
ახალი შემთხვევები უცხოეთის, კერძოდ აშშ-ის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის კონტაქტებს უკავშირდება. სამი ადამიანი კი, საუდის არაბეთიდან დაბრუნდა.
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უცხოეთის კონტაქტები კვლავ რისკის შემცველად ჩაითვლება.
ვირუსი მსოფლიო მასშტაბით 141 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა გავრცელებული.