თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 87 ადამიანი გარდაიცვალა და დაავადების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 11 059 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 529 პაციენტს. სულ ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 399 360 შემთხვევა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 2 215-ით და ჯამში 342 501 შეადგინა.

კრიტიკულ მდგომარეობაში სამი ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ანკარასა და სტამბოლში 65 წელს გადაცილებული პირებისთვის გარეთ გასვლის საათები შეიზღუდა.