თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 50-ით გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 739-ს მიაღწია.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების კიდევ 1 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო მაჩვენებელი 137 115-ს შეადგენს. მათ შორის, 89 480 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.