თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 992-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 992-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთის კოჩას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 992-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, 28 აპრილს, საავადმყოფოებიდან ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. თურქეთში ბოლო ერთ დღეში 5 018 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 38 000-ს გადასცდა.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით დაინფიცირების 2 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში 29 230 ტესტი ჩატარდა. სულ თურქეთში დაინფიცირების 114 653 შემთხვევა დადასტურდა.