თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 376-მდე გაიზარდა

21:05, 22.04.2020

თურქეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსს 2 376 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 98 674 მდე გაიზარდა, მათ შორის 3 083 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.

თურქეთში კორონავირუსისგან უკვე 16 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი