თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 119 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი” ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 2 259-ს მიაღწია.
წინა დღესთან შედარებით, ხუთი პროცენტით არის გაზრდილი ინფიცირებულების რაოდენობა. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ თურქეთში 4 611 ადამიანს დაუდგინეს. სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 95 591 შემთხვევა.
ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 1 488 ადამიანი, ამგვარად „კოვიდ-19“-ისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა 14 918 შეადგინა.