თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო 24 საათში ვირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1 815 ახალი შემთხვევა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 9 217 შემთხვევა.

უწყების მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 9 982 ტესტი ჩატარდა.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შესახებ 11 მარტს განაცხადა.