თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, მეორე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულთან.

„ის არის ჩვენი პაციენტის უშუალო წრიდან, რომელსაც ვმკურნალობთ დიაგნოზის დასმის შემდეგ. ჩვენ მივიღეთ აუცილებელი ზომები ვირუსის შესაძლო გავრცელების შესაჩერებლად. ჩვენ ამ პრობლემას ერთად გადავლახავთ“, – აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. პაციენტი თურქეთში ევროპიდან ჩავიდა.