თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 124 000-ს აჭარბებს
თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 124 000-ს აჭარბებს

თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი 124 000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში, თურქეთის საავადმყოფოებიდან 1 500-ზე მეტი პაციენტი გაეწერა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში თურქეთში კორონავირუსი 160 979 ადამიანს დაუდასტურდა.

მცირდება „კოვიდ-19“-ით დაღუპულების რიცხვი – ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 4 461-მდე გაიზარდა.