თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა
პირველად 11 მარტის შემდეგ, თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან სულ 63 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქედან 4 892 ბოლო ერთ დღეში განიკურნა.
ამასთან, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 61-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 397 შეადგინა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში გამოვლენილია ინფიცირების სულ 126 045 შემთხვევა. აქედან ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 1 670 ადამიანს დაუდასტურდა.