თურქეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 შეადგინა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 1 529 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.