თურქეთში კორონავირუსისგან 93 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

12:16, 11.04.2020

თურქეთში, სტამბოლის საავადმყოფოში 93 წლის პაციენტი კორონავირუსისგან 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

პაციენტს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა და ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობდა.

ამჟამად თურქეთში კორონავირუსის 47,000 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 1000-ს აჭარბებს.

ახალი კორონავირუსის შემთხვევებით თურქეთი მსოფლიო მასშტაბით მერვე ადგილზეა.

მსგავსი