თურქეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება
თურქეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების გამო მოქმედი შეზღუდვები მკაცრდება. კერძოდ, სტამბოლსა და ანკარაში 65 წელს გადაცილებულ პირებს გარეთ გასვლა მხოლოდ დილის 10:00-დან 16:00 საათამდე შეეძლებათ.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის და გარკვეული პროფესიის მოქალაქეებზე, მათ შორის – ჯანდაცვის სფეროში, ფარმაცევტულ კომპანიებში დასაქმებულ პირებზე, სოციალურ მუშაკებსა და სხვებზე.

გასულ კვირას თურქეთში საღამოს 10 საათამდე შეიზღუდა სხვადასხვა ობიექტის მუშაობა, მათ შორის რესტორნებისა და კაფეების, თეატრებისა და სილამაზის სალონების.