თურქეთში კორონავირუსის 996 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 19-ით გაიზარდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 996 ახალი შემთხვევა. ინფექცია დაძლია 981-მა ადამიანმა.
საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში, თურქეთში „კოვიდ-19“ 231 869 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 710 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 215 516 ადამიანი.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სულ ქვეყანაში კორონავირუსის ტესტი 4 865 000 ადამიანს გაუკეთეს.