თურქეთში კორონავირუსის 967 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 967 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 967 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 229 891 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 5674 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 213 539 პაციენტი განიკურნა.