თურქეთში კორონავირუსის 9 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 9 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში კორონავირუსის 9 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 52 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში დელტა შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა ინდოეთიდან ავიარეისები შეწყვიტა. გაერთიანებული სამეფოდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და სინგაპურიდან ჩასულმა მგზავრებმა კი, 72 საათზე ნაკლები ხანდაზმულობის ნეგატიური ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ.

ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს თურქეთში. ქვეყანაში უკვე ათვისებულია თითქმის 65 მილიონი დოზა ვაქცინა.