თურქეთში კორონავირუსის 8 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 8 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში, თურქეთში კორონავირუსის 8 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 472 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 231-ით გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ პანდემიის დაწყებიდან თურქეთში კორონავირუსის 5.17 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა ხუთ მილიონზე მეტი პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 46 ათასს აღემატება.

ამასთან, თურქეთში ვაქცინაციის დაწყების დღიდან კორნავირუსის 27 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა, აქედან ერთი დოზით აცრილია 15.87 მილიონი მოქალაქე, ხოლო ორივე დოზით 11.87 მილიონი.