თურქეთში კორონავირუსის 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 974 და გარდაიცვალა 22 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 974 და გარდაიცვალა 22 პაციენტი

თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 585-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი 786 პაციენტს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 165 555-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში განკურნებულთა რაოდენობას 974 პაციენტი შეემატა და ჯამში 129 974 შეადგინა.