თურქეთში კორონავირუსის 7 909 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 7 909 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში კორონავირუსის 7 909 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში 113 პაციენტი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი ეპიდემიამ 26 467 ადამიანი შეიწირა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა. კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 1500 პაციენტი. ქვეყანაში ყოველდღიურად 145 ათასამდე ტესტი კეთდება.