თურქეთში კორონავირუსის 7 523 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 178 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 7 523 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 178 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 7 523 ადამიანს დაუდასტურდა, 178 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 10 003 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 326 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,19 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,03 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 46 446 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 16,05 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა მიღებული აქვს 12 მილიონზე მეტ მოქალაქეს.