თურქეთში კორონავირუსის 6 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 6 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის 6 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 137 პაციენტი ემსხვერპლა. სულ კი ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია 2,43 მილიონი ინფიცირებულია.

ჯამში, ვირუსმა 25 210 ადამიანი შეიწირა.

თურქეთმა ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით 1,2 მილიონი ადამიანი უკვე აცრა. ვაქცინაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს კი, ქვეყანამ კიდევ 6,5 მილიონი დოზა მიიღო.