თურქეთში კორონავირუსის 54 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 354 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 54 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 354 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 54 791 ადამიანს დაუდასტურდა, 354 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 65 593 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 3 463 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 4,5 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 3,9 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 37 329 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 12,85 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს 7,94 მილიონ მოქალაქეს.

თურქეთში ვაქცინაცია ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკის“, ასევე „ფაიზერისა“ და „ბიონტექისვაქცინებით მიმდინარეობს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან 26 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათი გამოცხადდა. კომენდანტის საათის პერიოდში მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება 10:00-დან 17:00 საათამდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, ექიმთან ვიზიტის მიზნით ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად ექნებათ.

დატოვე კომენტარი