თურქეთში კორონავირუსის 5 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 5 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 144 ადამიანი, ხოლო 5 811 განიკურნა.

პანდემიის პერიოდში თურქეთში ვირუსის შედეგად სულ 24 933 ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდ-19 თურქეთში სულ დაუდასტურდა 2,42 მილიონ ადამიანს. მათგან 2,3 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად თურქეთის საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომაროებაში რჩება 1 962 კოვიდინფიცირებული.

დატოვე კომენტარი