თურქეთში კორონავირუსის 5 626 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 5 626 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5 626 ადამიანს დაუდასტურდა, 74 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,33 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 48 795 შეადგინა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბოლო დღე-ღამეში თურქეთში ვაქცინის რეკორდული რაოდენობის დოზა გაკეთდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში აცრა ჩაუტარდა 781 ათასზე მეტ ადამიანს.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 20,73 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა მიღებული აქვს 13,76 მილიონ მოქალაქეს.