თურქეთში კორონავირუსის 5 532 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 5 532 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში „კოვიდ-19“-ის 5 532 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში გამოვლინდა კორონავირუსის 440 805 შემთხვევა, მათ შორის 370 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 135 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 12 219-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი