თურქეთში კორონავირუსის 5 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 5 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 141 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში გამოვლინდა 5 103 ახალი ინფიცირებული. ამავე პერიოდში განიკურნა 3 019 პაციენტი.

ამრიგად, თურქეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 435 273 შემთხვევა აღრიცხეს. დაიღუპა 12 084 ადამიანი.

ამჟამად ქვეყნის საავადმყოფოებში მკურნალობას 55 597 ადამიანი განაგრძობს. მათგან 3 990 პაციენტის მდგომაროება კრიტიკულია.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დღეიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ დიდი სავაჭრო ობიქტები, სუპერმარკეტები, სილამაზის სალონები 20:00-მდე იმუშავებენ.  20.00 საათზე დაიხურება რესტორნები და სხვა კვების სხვა ობიექტები.

კინოთეატრები წლის ბოლომდე არ იმუშავებს. დახურული იქნება კლუბები , ინტერნეტ კაფეები, საბილიარდოები და საზოგადოების შეკრების სხვა ადგილები.