თურქეთში კორონავირუსის 43 301 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 43 301 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 43 301 ადამიანს დაუდასტურდა, 346 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 45 592 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 3 549 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 4,71 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,16 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 39 057 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 13,44 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს 8,45 მილიონ მოქალაქეს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, თურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება.