თურქეთში კორონავირუსის 40 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 40 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 40 806 ადამიანს დაუდასტურდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში თურქეთში „კოვიდ-19“-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსს 31 713 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 3,36 მილიონამდე შემთხვევა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების კვლავ გამკაცრების შესახებ განაცხადა. კვლავ ამოქმედდა შაბათ-კვირას სახლიდან გასვლის აკრძალვა.