თურქეთში კორონავირუსის 32 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 235 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 32 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 235 პაციენტი

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 235 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 32 100 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 866 345 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 16 464 ადამიანი.