თურქეთში კორონავირუსის 22 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 22 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 304 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 378 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 42 187 ადამიანი.