თურქეთში კორონავირუსის 2 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 88 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 2 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 88 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“ 404 894 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 346 794 განიკურნა, ხოლო 11 233-ი პაციენტი გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 88 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსზე ტესტი 148 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

ამჟამად საავადმყოფოებში მყოფი პაციენტებიდან 3 230-ის მდგომარეობა მძიმეა.