თურქეთში კორონავირუსის 2 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 2 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი. 83 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 389 256 შემთხვევა აღირიცხა. სულ გარდაიცვალა 10 722 კოვიდინფიცირებული.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადებით, ამჟამად საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 2 654 კოვიდინფიცირებული.