თურქეთში კორონავირუსის 2 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 2 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 81 პაციენტი გარდაიცვალა.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით 386 820 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 10 639 შეადგინა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სულ თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 332 379 ადამიანი გამოჯანმრთელდა.