თურქეთში კორონავირუსის 18 102 შემთხვევა გამოვლინდა, 254 ადამიანი გარდაიცვალა

11:06, 25.12.2020

თურქეთში კორონავირუსის 18 102 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს 254 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 4 800-ზე მეტი პაციენტი.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“ 1,93 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, მათგან 19 115 გარდაიცვალა.

მსგავსი