თურქეთში კორონავირუსის 12 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 12 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის 12 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 203 პაციენტი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რიცხვმა 45 186 შეადგინა.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 5.13 მილიონ ადამიანს დაუდგინა.

თურქეთში უკვე ათვისებულია 26.7 მილიონი დოზა ვაქცინა.