თურქეთში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

22:17, 02.01.2021

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 202 ინფიცირებული. ამ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2 მილიონ 126 ათასი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 21 ათასზე მეტი ადამიანი.

ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება სამი ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული.

მსგავსი