თურქეთში კორონავირუსის 11 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 242 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 11 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 242 პაციენტი

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 11 394-ით გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით 242 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დროს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 44 301-ს მიაღწია.

თურქეთში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 2 670-მდე პაციენტი. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 5,09 მილიონი შემთხვევა.