თურქეთში კორონავირუსის 10 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 10 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 10 124 ადამიანს დაუდასტურდა, 223 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 13 864 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 326 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,12 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,86 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 44 983 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 15,04 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი, მიღებული აქვს 11,18 მილიონ მოქალაქეს.