თურქეთში კორონავირუსის 1 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 73 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 1 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 73 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

თურქეთში კორონავირუსის 1 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში „კოვიდ-19“-ით 344 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 301 000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსულ ინფექციას 73 პაციენტი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი, 9 153-ს აღწევს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსზე 117 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ქვეყანაში 1 400-ზე მეტი კრიტიკული პაციენტია.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.