თურქეთში კორონავირუსის 1 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 027 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 308 069 პაციენტი დაინფიცირდა, მათ შორის 270 723 გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 72 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 7 711-ს აღწევს.