თურქეთში კორონავირუსის 1 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსზე ტესტი 116 103 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ისგან 1 311 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამრიგად, თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია 342 143 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 9 080 გარდაიცვალა. განიკურნა 299 679 ინფიცირებული. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 33 395 ადამიანი, მათგან 1 408 მძიმე მდგომარეობაშია.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ახალი ინფიცირებულების რიცხვი მკვეთრად არ იმატებს.