თურქეთში კორონავირუსის 1 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 1 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 306 302 ადამიანს დაუდასტურდა.

გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსულ ინფექციას 65 ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 7 639-ს აღწევს. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან ბოლო ერთ დღეში 1 261 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი უკვე 269 696 ადამიანია განკურნებული.

თურქეთში ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი ტესტი კეთდება.