თურქეთში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 66 პაციენტი გარდაიცვალა, 1 143 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 298 039 შემთხვევა. გარდაიცვალა 7 315 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 263 745 პაციენტი.

დატოვე კომენტარი