თურქეთში კორონავირუსის 1 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 398 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“ სულ 330 753 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 290 352 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 667 გარდაიცვალა.