თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსი გავრცელების შესახებ ბოლო მონაცემები თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გამოაქვეყნა.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 53 პაციენტი გარდაიცვალა, 1 021 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 276 555 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 564 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 249 108 პაციენტი. 1 076 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.