თურქეთში კორონავირუსის 1 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ დაწერა, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 44 პაციენტი გარდაიცვალა. 1 087 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 270 133 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 370 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 244 926 პაციენტი.
Bugün en yüksek günlük test sayısına ulaştık. 110.000’den fazla test yapıldı. 1.587 yeni hasta tespit edildi. Can kayıplarımızın üzüntüsünü sözcükler de rakamlar da ifade edemez. Gücümüz tedbir almaya ve sevdiklerimizi korumaya yeter. Güç tedbirde. https://t.co/RVlhe7786O pic.twitter.com/LqYvq5H2SB
— Dr. Fahrettin Koca (@drfahrettinkoca) August 31, 2020