თურქეთში კორონავირუსის 1 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 1 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის შედეგად 47 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 1 572 ადამიანს დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

თურქეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლინდა ინფიცირების 271 705 შემთხვევა. ამასთან, საავადმყოფოდან გაწერეს 245 929 განკურნებული პაციენტი.

ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ჯამში 6 417 ადამიანი.