თურქეთში კორონავირუსის 1 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 1 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 286 455 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქული მედიის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით 58 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 6 895-ს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19″-სგან 1 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულების საერთო რაოდენობა კი 255 400-ს აჭარბებს.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში 107 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.