თურქეთში კორონავირუსის 1 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 1 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 48 პაციენტი გარდაიცვალა, 1 207 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 289 635 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 999 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 257 731 პაციენტი.